ნეოლიბერალიზმი

ნეოლიბერალიზმი
• ჩამოყალიბდა ეკონომიკური ლიბერალიზმის ფარგლებში. მას ხშირად განიხილავენ, როგორც ეკონომიკურ თეორიას. ნეოლიბერალების მიზანია არ დაუშვან სახელმწიფოს ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში და თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებაში. სახელმწიფოს პრეროგატივად რჩება ზომიერი მონეტარული რეგულირების ფუნქცია. ამას გარდა, სახელმწიფო წარმოადგენს საგარეო ბაზრებზე გაღწევის ინსტრუმენტს იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ქვეყნები ხელს უშლიან თავისუფალ ვაჭრობას. ნეოლიბერალური ეკონომიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გამოვლინებაა პრივატიზაცია, რისი ნათელი მაგალითიცაა დიდ ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერის კაბინეტის მიერ გატარებული რეფორმები.
Source: საყვარელიძე ფრიდონ, ლიბერალიზმი - თავისუფლების იდეოლოგია /სოლიდარობა \#4’06 /საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/ 2006 წ.
• იდეოლოგია, რომელიც ამტკიცებს შემდეგს: “მოახდინეთ ეკონომიკის რეფორმა ლიბერალური, საბაზრო ინსტიტუტების საფუძველზე და თქვენ მიიღებთ აყვავებულ ეკონომიკას“.
Source: ქართული საზოგადოება და ევროპული ღირებულებები / [კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი]; რედ.-შემდგ.: ირმა ალფენიძე, პაატა პაპავა (მხატვ.), ზაზა შათირიშვილი - თბ., 2007 - 200გვ.; 24სმ. - (ევროპული ძიებანი: სტატ. კრ., 2006). - ISBN 978-9990000-68-54-8: [ფ.ა.] [MFN: 31727]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»